"ისევ თავის მახრჩობელასთან უწევთ ხოლმე მისვლა" - რას ამბობს ოპოზიცია ნუნუკა თამაზაშვილის პოსტსზე

13.07.26 18:45
"ისევ თავის მახრჩობელასთან უწევთ ხოლმე მისვლა" - რას ამბობს ოპოზიცია ნუნუკა თამაზაშვილის პოსტსზე

"ისევ თავის მახრჩობელასთან უწევთ ხოლმე მისვლა" - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში მსჯავრდებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქებას. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა ჩაიდინა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული, ის ბიძინა ივანიშვილის ტყვეა და ახლა მისი ოჯახი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბოდიშს უხდის/მასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. 

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა ღარიბაშვილის დაჭერა. დღეს, ღარიბაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ჰქონდეს დანაშაულები ჩადენილი, პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია. 

ახლა ხომ ვხედავთ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს უხდიან, ან ცდილობენ მასთან ურთიერთობის აღდგენას, რაც ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სმწუხარო ფაქტია," - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებს, გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შესაძლოა ჩათვალოს, რომ უკვე "საკმარისად დაიტუქსა" ირაკლი ღარიბაშვილი. 

ყაველაშვილი ხომ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ივანიშვილმა ჩათვალოს, რომ საკმარისად დაიტუქსა ირაკლი, კუთხეში დააყენა საკმარისი პერიოდით და ახლა შეუძლია გამოიყვანოს, მაგრამ ის კუთხე დიდი ხანი თავისუფალი მაინც არ დარჩება, მათ შორის მისი გარემოცვის წევრებისთვის, ამიტომ ყველა უნდა ემზადოს ამისთვის," - თქვა თინა ბოკუჩავამ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავისუფლება სურს და ამ თავისუფლების გზას "ბიძინა ივანიშვილის დამამცირებელ წყალობაში" ხედვას. 

ყოველთვის ასე ხდება, როდესაც დიქტატურაში დიქტატორი მოიძულებს ხოლმე თავის გაზრდილებს, თავის პირმშოებს და ამ ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს დიქტატურის ჩაბეტონებისთვის, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისთვის, უკვე სხვა აღარავინ რჩებათ მხარდამჭერი და ისევ თავის მახრჩობელასთან უწევთ ხოლმე მისვლა. მას სურს უბრალოდ თავისუფლება და ხედავს ამ თავისუფლების გზას ისევ ბიძინა ივანიშვილის დამამცირებელ წყალობაში. მე ეჭვი მეპარება რომ რაიმე გამოუვიდეს," - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაივილის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშილის ოჯახი ყოფილი პრემიერის ციხიდან გამოშვებას "იხვეწება".

ისინი ეხვეწებიან ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვებას, ამ ადამიანებს ყველაფრის კადრება შეუძლიათ, ფულის მოპარვაც შეუძლიათ, ვედრებაც. ერთადერთი რასაც ეს ემსახურება არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად, საჯაროდ, დამამცირებლად ითხოვონ ღარიბაშვილის შეწყალებას," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, ყოფილი პრემიერის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში "იმედის" სიუჟეტი გააზიარა თამაზ თამაზაშვილის შესახებ და დაწერა: "ჩვენი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბატონმა ბიძინამ."

ამასთან, ნუნუ თამაზაშვილმა ქმარს  დაბადების დღე  ივანიშვილთან და მის ცოლთან გადაღებული ფოტოებით მიულოცა. 

12 იანვარს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

მსგავსი სიახლეები