პაპუაშვილის მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ზრდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგია

13.07.26 18:59
პაპუაშვილის მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ზრდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგია

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობის ზრდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგია. 

"ქართული ოცნების" წევრის თქმით, ამ დროისთვის ამნისტია დაგეგმილი არ არის და საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე ამ პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება. 

ამნისტიას რაც შეეხება რაიმე ასეთი დაგეგმილი ჯერ-ჯერობით არ არის, ასე რომ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე რაც მესმის, აგერ პოლიტიკოსები რო საუბრობენ, ლამის კურორტად აქვთ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულება და როდესაც მათი დაკავება ხდება, წიგნებით შედიან და დავისვენებთო ამას ამბობენ. საზოგადოების უსაფრთხოების ხარჯზე, რა თქმა უნდა, არანაირი გადახედვა ამ პოლიტიკის არ მოხდება. პატიმრების რაოდენობას რაც შეეხება, ეს ფაქტია, თუ რატომ მოხდა ასე ზრდა, თუ არ ვცდები, შარშან და წელს 2 000-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

  • ცნობისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოს 14 ციხეში სასჯელს 12 135 პატიმარი იხდის. საგანგაშო ვითარებაა საქათველოს სამ ციხეში, სადაც პატიმართა რაოდენობა დაშვებულ ლიმიტს აღემატება.

მსგავსი სიახლეები