ზავის ნაცვლად დაპირისპირების ახალი სერია და მიხეილ სააკაშვილის გზავნილები

13.07.26 21:05
ზავის ნაცვლად დაპირისპირების ახალი სერია და მიხეილ სააკაშვილის გზავნილები

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ზავს სთავაზობს - მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ყველას მოუწოდა, ერთმანეთთან დაპირისპირებას, ინტრიგებს და მით უფრო მასთან ქიშპობას ყველამ თავი დაანებოს და წინააღმდეგობას და განმათავისუფლებელ მოძრაობას შეუერთდეს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, იქამდე, არც არჩევნებზე და არც სხვა თემებზე საუბარს აზრი არ აქვს. 

სააკაშვილის სიტყვამ გაერთიანების ნაცვლად, ახალი დაპირისპირება გამოიწვია - მესამე პრეზიდენტის მოწოდებები, წინააღმდეგობის ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მიუღებელი "ოპოზიციური ალიანსისთვის" აღმოჩნდა. ალიანსი აცხადებს, რომ გაერთიანება უკვე არსებობს და თუ ვინმეს ბრძოლა უნდა ამ პლატფორმიდან უნდა იბრძოლოს, როგორც ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა და არა როგორც ერთადერთმა. 

დაპირისპირებების ახალი ტალღა ოპოზიციაში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის და მისი ხედვების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც მათ შორის არ გამორიცხავს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციური ალიანსი დატოვოს. გაერთიანების კონტურები ოპოზიციაში ჯერჯერობით არ ჩანს. 

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში