"ოცნების" არჩევანია ტივტივი" - დავით უსუფაშვილი

13.07.26 22:30
"ოცნების" არჩევანია ტივტივი" - დავით უსუფაშვილი

"ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ ტივტივი აირჩია". 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის დასავლელ პარტნიორებთან მუდმივი და ყოველდღიური ურთიერთობები "სუპერ არაკომფორტული იყო", შესაბამისად მათ თავი დააღწიეს ასეთ ურთიერთობებს და დღეს "არიან კომფორტულად". 

ამასთან, დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაში" მაშინ, როდესაც მსოფლიო ასეთ ტურბულენტურ გარემოშია, "მთლად ხელის აქნევა არ უნდათ - უნდათ ტივტივი".

"ოცნების" არჩევანია ტივტივი - თვლიან, რომ საკმარისად დააღწიეს თავი მუდმივ და ყოველდღიურ ურთიერთობებს, ეს მუდმივი და ყოველდღიური ურთიერთობები მათთვის იყო სუპერ არაკომფორტული იმიტომ, რომ ამ ურთიერთობებში ევროკავშირის სახელმწიფოები მათ მიუთითებდნენ იმ დოკუმენტებზე, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებებს აქვთ ხელი მოწერილი და ვალდებულება აქვთ, პოლიტიკური უფლებების დაცვა იქნება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებების, თუ საარჩევნო სტანდარტები, ამ ყველაფერზე მიუთითებენ - ამ სისტემას საკმარისად დააღწიეს თავი. [...] დღეს არიან კომფორტულად...

ტივტივი - ეს მათთვის იქნებოდა ნომერ პირველი არჩევანი იმიტომ, რომ რა იცი რა ხდება, მიუხედავად ამ დონეზე თავგზააბნეულობისა, ზოგიერთს მაინც და პირველ რიგში ალბათ მაინც ბატონ საპატიო თავმჯდომარეს პარტიის, შერჩენილი აქვს იმდენი უნარი, გაიაზროს, რომ არც მთლად ასეა საქმე, რომ სუვერენიტეტზე გაჭიმულები რომ საუბრობენ... ასე მყარი პოზიციონირება ვის და რის იმედად, როდესაც მსოფლიო ასეთ ტურბულენტურ გარემოშია, როდესაც სამხრეთით ომია, ჩრდილოეთით ომია. [...]

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მთლად ხელის აქნევა, რომ აღარ გვინდიხართ - ასეც არ უნდათ, [უნდათ] ტივტივი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები