სტივენ დაუთი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია

14.07.26 10:28
სტივენ დაუთი: დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სტივენ დაუთი აცხადებს, რომელმაც საქართველოს საკითხზე პარლამენტარ ბრენდან ო'ჰარას შეკითხვას უპასუხა.

დაუთის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და მედიის თავისუფლებას.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცნობებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობას, რომლის საქმეც საჯაროდ და პირად შეხვედრებშიც წამოვჭერით საქართველოს ხელისუფლებასთან.

გაერთიანებულმა სამეფომ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და საერთაშორისო ინვესტიციებისთვის მისი, როგორც მიზნობრივი ქვეყნის, მიმზიდველობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს თავად ბიზნესები იღებენ, ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, როგორც ჩვენი უფრო ფართო ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილს“, – აცხადებს სტივენ დაუთი.