ევროპის დისკრედიტაცია რუსულ და ქართულ ენაზე - როგორ ლანძღავენ პარტნიორებს მოსკოვიდან და თბილისიდან

16.07.26 20:25
ევროპის დისკრედიტაცია რუსულ და ქართულ ენაზე - როგორ ლანძღავენ პარტნიორებს მოსკოვიდან და თბილისიდან

მარია ზახაროვა მოსკოვში და გია ვოლსკი საქართველოს პარლამენტში ერთსა და იმავე დროს და ერთი და იგივე ნარატივით დასავლეთს ლანძღავენ. ევროკავშირის დისკრედიტაციის მთავარი ხაზი რუსულ-ქართულ ენაზე ასეთია - ის ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას სუვერენიტეტის დაცვის გამო. ზახაროვა ევროპას მოსკოვისა და თბილისის საერთო საფრთხედ წარმოაჩენს, აქებს კობახიძეს და იცავს მას დემოკრატიული სამყაროს კრიტიკისგან. 

ამ განცხადებიდან ჩანს, რომ დასმული კითხვაც და გაცემული პასუხიც წინასწარი გათვლის შედეგია. რუსეთის საგარეო უწყების სპიკერს საქართველოზე საუბარი თავად სურდა. დაწერლი ტექსტიდან კითხულობს მოსკოვის მექანიზმზეც. რუსეთი ამშვიდებს ოცნებას, რომ ანგარიშს იურიდიული ძალა არ აქვს და ის უნდა უგულებელყოს. 

ეს ტექსტები საქართველოს მოქალაქეს ამ დრომდე ბევრჯერ მოუსმენია. ასეთივე განცხადებებს ყოველდღე აკეთებენ ოცნების ლიდერები და დეპუტატები. დასავლეთის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის ლიდერების დემონიზება უკვე რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების საერთო ინტერესია. ამის დასტური გია ვოლსკის განცხადებაა, რომელიც ერთის მხრივ ამბობს, რომ ევროკავშირს ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და პარტნიორობა სჭირდება და მეორეს მხრივ არ სურს უღალატოს ტრადიციულ პარტიულ ხაზს რომ მისი მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლაა. 

რატომ აქებს კრემლი "ოცნებას" და რაში სჭირდება მისი საჯარო დაცვა - უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი გვიყვება, რომ ამ გზავნილების ადრესატი "ქართული ოცნებაა", რომელსაც რუსეთი მხარდაჭერას საჯაროდ აღუთქვამს. თუმცა ის ამ ენით ესაუბრება სხვა პრორუსულ ჯგუფებს საქართველოში. გარდა ამისა, შაიშმელაშვილი განმარტავს რატომ აქვს სხვადასხვა წონა დასავლეთის კრიტიკას რუსეთსა და საქართველოში. 

ოპოზიციაში რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლიან, რაც მათი აზრით მოქალაქეებს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეთ. არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ოცნებას აქებს და არ არსებობს სხვა სახელმწიფოს ხელისუფალი, რომელსაც რუსეთი ასე იცავს. იდენტური ტექსტების და ტერმინების გარდა ამ უკვე ტენდენციად ქცეულ ქება-დიდებებს პოლიტიკოსები მიჰყავს დასვკნამდე - რომ "ოცნება" ეროვნულ ინტერსს ღალატობს. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები