სირცხვილია - აშშ-ის ყოფილი ელჩი "ოცნებას"
სირცხვილია - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას.
„ჟურნალისტების დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სიტყვის თავისუფლებით სარგებლობენ, იმ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. სირცხვილია”— წერს კელი X-ზე.
ასევე ნახეთ:
- "საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის კუთხით მოწინავე იყო, ახლა პუტინის მარიონეტად იქცა“ -ვიოლა ფონ კრამონი
- "ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში - კშიშტოფ ბრეიზა
- ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე
- საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს - მიხაელ გალერი
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.