„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებს ამერიკული სანქციები ელოდებათ - ექსპერტი

28.07.26 17:08
 „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებს ამერიკული სანქციები ელოდებათ - ექსპერტი

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებს ამერიკული სანქციები ელოდებათ - ასეთი პროგნოზი აქვს უსაფრთხოების ექსპერტს გიორგი შაიშმელაშვილს. 

"თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ "ოცნება", რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავბს, შტატებთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს: 

პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ ურთიერთობები დაალაგოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აკეთებს ასეთ რამეს - ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც იმდენად ღირებული ღირებულებაა ახლანდელი ადმინისტრაციისთვის, რომ ამის გამო მზად არიან, ევროპულ სახელმწიფოებთანაც კი შევიდნენ რაღაც კონფლიქტში. მგონი, საელჩოს მინიმუმ შეეძლო ეთქვა რომ უბრალოდ მიუღებელია ეს ყველაფერი, მაგრამ როცა თქვეს, რომ ეს სამმართველო და მისი მუშაობა გვაშფოთებოსო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამმართველოში დასაქმებული ადამიანები, მათ მიერ შესწავლილი საქმეები და ის მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებ სწავლობენ და განაჩენებს იღებებენ, ყველა მათგანს ემუქრება ამერიკული სანქციები. ანუ "ქართული ოცნება" პლიტიკურად ამერიკასთან ვერ დაალაგებს"- აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.