რუსული იმპერიალისტური მოვლენა, რომელსაც ქრისტიანობასთან უბრალოდ შეხება არ აქვს - ჩიხრაძე ახალი მოძრაობის შექმნაზე

28.07.26 23:20
რუსული იმპერიალისტური მოვლენა, რომელსაც ქრისტიანობასთან უბრალოდ შეხება არ აქვს - ჩიხრაძე ახალი მოძრაობის შექმნაზე

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ახალი მოძრაობა “ეროვნული თაობას“არ არის ღირებულებების დაცვაზე ორიენტირებული, უბრალოდ “ოცნების“ ინტერესია, რომ ეს მდგომარეობა შეინარჩუნონ და ფიქრობენ, ამისთვის უბრალოდ, წინ უნდა დაიწერონ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ნოდარ დუმბაძე და ა.შ. 

როგორც ჩიხრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს არის რუსული იმპერიალისტური მოვლენა, რომელსაც ქრისტიანობასთან უბრალოდ შეხება არ აქვს.

ეს არის რუსული იმპერიალისტური მოვლენა, რომელსაც ქრისტიანობასთან უბრალოდ შეხება არ აქვს, შეიძლება საბრძოლო მასალებს ლოცავდეს პატრიარქი და ისე უშვებდეს ბრძოლის ველზე? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ბევრ ადამიანს პროპაგანდა ატყუებს და მათ მართლა სჯერათ, რომ რუსული მართლმადიდებლობა არის გზა და დანარჩენი ყველა ჭეშმარიტების გზის წინააღმდეგ მიდის. 

პროპაგანდამ ასე შექმნა, “ქართული ოცნება“ და რუსული სპეცსამსახურები არიან რაღაც ერთი მხარე, ვითომ ღირებულებების დამცველები, ვითომ ქართველები, ხოლო თუ ვინმე მათ წინააღმდეგაა, ის არის მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგი, ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ, დავით გარეჯის მტერია, ერეკლე მეფეს მტერია, ნოდარ დუმბაძის მოძულეა, ამ დრო ჩვენ ხომ სათითაოდ ვიცით ყველა ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ბიძინა ივანიშვილის ხატი ხომ ფულია? ვიცით, მისი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, როცა გაუჭირდებოდა, თავისხელა სანთლით იდგა ხოლმე ტაძარში, თორე თვითონვე აქვს ნათქვამი, რომ არ არის ის მორწმუნე ქრისტიანი. ტყუილი და პროპაგანდა არ უნდა ააგო ამაზე, თორე ადამიანის თავსუფალი არჩევნია ეს ყველაფერი,- ამბობს ჩიხრაძე.

მსგავსი სიახლეები