ივანიშვილს თიკა რუხაძე უბრალოდ „მობეზრდა“ - შეფასება მოულოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე
მხატვარი გია ბუღაძე ფიქრობს, რომ თიკა რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დატოვა. ამის შესახებ ის "პირველებთან" საუბრობს.
ხელოვანის თქმით, ივანიშვილის დანიშნული მინისტრებს, როგორც წესი, უეცრად ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ხოლმე და ამ მიზეზით თანამდებობებს ტოვებენ.
ამასთან, ბუღაძე ამბობს, რომ რუხაძემ ქართულ კულტურას კარგი ვერაფერი გაუკეთა და მეტიც, მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა.
ხელოვანი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ამ პოსტზე პარადოქსული კანდიდატურა წარადგინოს.
მე მახსენდება ქალბატონი თიკას მიერ მიცემული ერთი ინტერვიუ მხოლოდ, სადაც იგი ამბობს, რომ ძალიან ტვინიანი ქალია, აქედან გამომდინარე, ბევრი ფული შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ, რომ როცა არის ტვინიანი, მას აქვს დიდი ფული. ბიძინას ხელში მისი მინისტრები უცებ თავს ცუდად გრძნობენ, შეუძლოდ გრძნობენ ხოლმე და დილით იღვიძებენ მინისტრებად და უცებ, რამდენიმე საათში ან შეიძლება რამდენიმე წუთშიც, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ავად არიან. მინისტრები მიდიან და მოდიან, ხელოვნება და კულტურა რჩება. ამ ქალმა ცუდის მეტი არაფერი გაუკეთა ქართულ კულტურას. ეს იყო კორუფციული გარიგებები, შეთანხმებები - მძიმე დანატოვარით მიდის ეს ქალი აქედან. ბიძინას მობეზრდა ეს მინისტრი აქ და სჭირდება უკვე სხვა, იმიტომ, რომ რეალურად, არცერთ ადმიანს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის კარგად და ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, იმიტომ, რომ არცერთი არ არის თავისი ღირსების თუ პროფესიული დამსახურებით ამა თუ იმ თანამდებობაზე. ეს ადამიანები აქ ამ კაცმა დასვა და როცა უნდა, მაშინ მოიშორებს. ასე რომ, მობეზრდა და მოიშორა. ვიღაც სხვა ჰყავს მომზადებული, ამასაც ვნახავთ. შეიძლება ძალიან პარადოქსული ვინმე მოიყვანოს, რომ ვერ წარმოვიდგენთ ისეთი, საერთოდ არაფერი შეხება რომ არ ჰქონდეს ხელოვნებასთან და კულტურასთან, - ამბობს გია ბუღაძე.
თიკა რუხაძის საქმიანობას მწვავედ აფასებს მსახიობი გიგა დათიაშვილიც. ის ამბობს, რომ მინისტრობის პერიოდში კულტურის სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა და არ გამორიცხავს, რომ რუხაძის წასვლის უკან სხვა მიზეზებიც იდგეს.
მისი მინისტრობის პერიოდში არის მოკლული თეატრი. პარტია რასაც ეტყოდა, იმას აკეთებდა თიკა რუხაძე. თიკა რუხაძე თუ რამეს წარმოადგენს საერთოდ, ერთი, იყო ყველაფერი დავით დოიაშვილის დამსახურება და მეგობარს ჩაარტყა ზურგში დანა პარტიის გამო. პარტიის გამო, რა, იმ კეთილდღეობის გამო, რა კეთილდღეობსააც პარტია აძლევდა ალბათ. ეს რაღაცა ძალიან ბანალური მიზეზის გამო, კეტილდღეობის გამო და იმის გამო,. რომ რაღაცა კარგი ჩანთა სჭეროდა ხელში. ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, უყვარს ყურმოჭრილი მონა-მორჩილება, თუმცა როგორც ჩანს, არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, რომ ფული იშოვონ, ფულის შოვნის გზებს ეძებენ ისე, რომ ბიძინამ არ იცის ეს ყველაფერი. ალბათ ეს გახდა ამის მიზეზი, იმიტომ, რომ რაღაც მოარული ხმები დადიოდა თიკა რუხაძის კორუფციულ გარიგებებზე და ვითომ მრჩევლობაზე, - ამბობს მსახიობი გიგა დათიაშვილი.
კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადება თიკა რუხაძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რუხაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და თქვა, რომ მას საგანგებო კურსის გავლა ესაჭირეობა, რის გამოც “მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს.“