აქტივისტები "პირველებთან" მანდატურების მხრიდან ძალადობას აღწერენ - "არსებობს კადრები"
ქალი აქტივისტები, რომლებსაც გუშინ მანდატურებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ამბობენ, რომ დაზიანებები აღენიოშნებათ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ აქტივისტ რუსკა მჭედლიძეზე და ადვოკატ მარიკა არევაძეზე მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.
მჭედლიძე "პირველებთან" აცხადებს, რომ მასზე სასამართლოს ეზოში მანდატურების ხელმძღვანელმა იძალადა.
ამ ძალადობის ამსახველი კადრები არსებობს, მარცხენა მხარეს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი მედგა, მაქსიმალური ძალით მიჭერდა ხელზე. ვეხვეწებოდი - მტკივა, გულის წასვლამდე მტკიოდა ხელი, მაგრამ უფრო მაგრა მიჭერდა.
ამ აწითლებულ და ჩალურჯებულ ხელზე რეაგირება ვინ უნდა მოახდინოს? ეს ხელი უფრო წითელია თუ ირაკლი დგებუაძის ლოყა იყო, მაშინ როცა მზია ამაღლობელმა თავდაცვის მიზნით, აფექტის მდგომარეობაში გააწნა სილა?!"- თქვა რუსკა მჭედლიძემ.
მარიკა არევაძე ამბობს, რომ მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა მისი თქმით, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
გუშინ მთელი დღისა და ღამის გაბნამვლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ძალადობდნენ მოქალაქეებზე. მათ შორის ერთი ეპიზოდი იყო ჩემზე ძალადობის. მანდატუირის სამსახურის წარმომადგენელი ფიზიკურად შემეხო. ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ადგილზე არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია, მაგრა არცერთი ეკიპაჟი არ მოვიდა და გამოძახებაზე რეაგირება არ ჰქონდათ"- თქვა არევაძემ.
საკრებულოსთან დაკავებულების საქმის განხილვა სასამართლოში გვიან ღამით დაასრულა. 10 აქტივისტი მოსამართლეებმა ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ გაასამართლეს.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება სამი დემონსტრანტის: ლაშა დგებუაძის, სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავას საქმეებზე.
თორნიკე კაპანაძემ ვასო ბერიძედ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კაპანაძემ ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება მესამე დაკავებულის, თორნიკე თიკარაძის საქმის განხილვა 31 ივლისისთვის გადადო.
საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით,
- თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა;
- მარიამ მეყანწიშვილს – 6000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა;
- ნატო ბოლქვაძეს – 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
- შაკო ბაღდოშვილს – 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
- ლაშა დგებუაძეს – 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა;
- მარინე ნანავას – 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა;
- სანდრო სეხნიაშვილს – 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა;