"შიდა მმართველობის თვალსაზრისით, ბიძინა სუფთა დიქტატორად იქცევა" - ვანო მაჭავარიანი
"შიდა მმართველობის თვალსაზრისით, ბიძინა სუფთა დიქტატორად იქცევა" - ამის შესახებ სტრატეგიულ და საერთაშორისო საქმეთა და პოლიტიკურმა ექსპერტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ დიქტატორები ექცევიან თავის შიდა გარემოცვას ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი.
თუ დააკვირდებით, შიდა მმართველობის თვალსაზრისით, ბიძინა სუფთა დიქტატორად იქცევა, ასე მხოლოდ დიქტატორები ექცევიან თავის შიდა გარემოცვას. ეს, რაც გააკეთეს მათ წინა წლის მოვლენებთან დაკავშირებით და ეს ტერორი, რაც ვნახეთ სახელმწიფოს დემონსტრანტების, დაჭერილი ადამიანების, სინდისის პატიმრების, თუ სხვების მიმართ, ყველას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ამას გააგრძელებდა, როგორც ეს ბელორუსში გაკეთდა, მაგრამ გააჩერა, ძალიან სელექტიურია ვისთან რა გააკეთოს, მაგრამ თუ ეს ტალღა ისევ გაგრძელდა და ამის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება რაც ხდება ახლა, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რამდენიმეს გამოკლებით ჩემდა გასაკვირად იმიტომ, რომ აქაც სელექციურები არიან, ფაქტობრივად ციხეშ უნდა წავიდნენ, ან ქვეყნიდან უნდა გააძევონ. კი, რა თქმა უნდა [სასამართლო პროცესების გადადებაც თამაშის ნაწილია]. ის, ხომ სულ ვაჭრობის რეჟიმშია, სულ მიდის შიდა, თუ გარე თემებით კომუნიკაცია იმ ლობისტების მეშვეობით, რომლებიც ცდილობენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დაარწმუნონ, ომ ბიძინა და დღევანდელი მმართველობა უნდა მიიღონ, როგორც არის..." - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე შეითავსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.