მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა - ანა ბუჩუკური

30.07.26 11:59
მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა - ანა ბუჩუკური

როგორც ჩანს, უშვებენ, მაგრამ არ მიდის - ასეთი ვარაუდი აქვს „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს.

ანა ბუჩუკური სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნიდან 3 თვეში გაუქმებას და მამუკა მდინარაძისთვის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას "პირველებთან" აფასებს. 

მისი თქმით, "მდინარაძე, რომელიც ჩინ-მედლებით "გვებლატავებოდა", საკუთარმა გუნდმა გაანულა". 

მამუკა მდინარაძის შემთხვევა გამორჩეული და განსაკუთრებული ქეისია, გვახსოვს როგორ "გვებლატავებოდა" მთელს საზოგადოებას, როგორ დაჩქარებულადაც, ტყუილ-უბრალოდ მიანიჭეს ეს ჩინ-მედლები, ისე დაჩქარებულად აკნინებენ და აკნინებენ. 

როგორც ჩანს, უშვებენ, მაგრამ არ მიდის და ამ ყველაფერს გვაყურებინებენ ქართულ საზოგადოებას. სასაცილოა, სერიოზული შეფასების გაკეთება ძალიან მიჭირს, მაგრამ წითელ წიგნშია შესატანი რეკორდსმენი მდინარაძე, რომელმაც რამდენიმე თვეში ასეთი ჩინ-მედლები მოიპოვა, და დაჩქარებულად გაანულა საკუთარმა გუნდმა. საბოლოოდ, რომ შევაფასოთ, ყველაფერი კეთდება ივანიშვილის კომფორტისთვის" - განაცხადა ბუჩუკურმა.

  • სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში, მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ 6 წოდება მიენიჭა.

ასევე ნახეთ: 

ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;

"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა. 

ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.

 

მსგავსი სიახლეები