გერმანიის ახალი ელჩის პირველი გზავნილი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და EU-ს ურთიერთობას საქართველოსთან

14.08.26 11:02
გერმანიის ახალი ელჩის პირველი გზავნილი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და EU-ს ურთიერთობას საქართველოსთან

გერმანიის ახლადდანიშნული ელჩის პირველი განცხადება და პირველი  დიპლომატიური კრიტიკა.

ბარბარა ფოსი საქართველოსთან გერმანიისა და ევროკავშირის დაძაბულ ურთიერთობზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანია კვლავ აქტიური მხარდამჭერი იქნება ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული კურსის.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება”, - აცხადებს ბარბარა ფოსი.

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე,  ფოსი 2023 წლიდან გერმანიის გენერალურ კონსულად კალკუტაში, ინდოეთში მუშაობდა.

გერმანიის წინა ელჩმა პეტერ ფიშერმა  უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ სოციალურ ქსელში 30 ივნისს დაწერა.