ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ გერმანიის პოლიტიკაში არაფერი იცვლება - ექსპერტები ახალი ელჩის განცხადებაზე

14.08.26 13:30
ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ გერმანიის პოლიტიკაში არაფერი იცვლება - ექსპერტები ახალი ელჩის განცხადებაზე

გერმანიის ახალი ელჩის პირველი განცხადება და პირველი  დიპლომატიური კრიტიკა - ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ გერმანიის პოლიტიკაში არაფერი იცვლება.

მათი თქმით, ქართულ - გერმანული ურთიერთობები არა ელჩმა, არამედ “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოასწოროს, რადგან ყველაფერი მათი გაფუჭებულია.

გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში სრულიად უპრეცედენტოა, თავისი სიმწვავის ხასიათიდან გამომდინარე და ამაში “ოცნებამ“ დიდი როლი ითამაშა.

ის მდგომარეობა, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში სრულიად უპრეცედენტოა, თავისი სიმწვავის ხასიათიდან გამომდინარე. “ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენს უახლოეს პარტნიორთან, ყველაზე დიდ მხარდამჭერთან რეალურად, ჩვენს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, აი, ამ ნიშნულამდე დაეყვანა ორმხრივი ურთიერთობები. რამდენად სეძლებს ახალი ელჩი “ოცნებასთან“ ურთიერთობის დარეგულირებას, ამაში დიდი ეჭვი მეპარება. რეალურად, “ქართული ოცნება“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია სინამდვილეში არა მარტო გერმანიასთან, არამედ რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან ურთიერთობების დარეგულირებით. თავად ევროკავშირთანაც ურთიერთობის გამოსწორებით. ისინი გააგრძელებენ იგივე რიტორიკას, იგივე პოლიტიკას, ისეთივე გზავნილებს, რომლებიც აქვთ დღევანდელ დღეს, შესაბამისად ვერც გერმანია და ვერცერთი გერმანიის ახალი ელჩი, ვერ შეეგუება და ამაზე თვალს ვერ დახუჭავს ფიზიკურად. მინდა, ვუსურვო გერმანიის ახლა ელჩს გამძლეობა, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ის იქნება ისეთივე პრინციპული, როგორიც იყო მისი წინამორბედი და ყველაფერს დაარქმევს საკუთარ სახელს, - ამბობს გიგი გიგიაძე.

გიგი გიგიაძის მსგავსდ, გიორგი მელაშვილიც მიიჩნევს, რომ ქართული- გერმანული  ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ “ქართული ოცნებას“ შეუძლია, ამისთვის კი საჭიროა, გააუქმონ ანტიდემოკრატიული კანონები და შეწყვიტონ ანტიდასავლური რიტორიკა.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, გერმანიასთან, ევროკავშირის მთავარ ლოკომოტივთან, კარგი ურთიერთობები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს, ძალიან კარგია, რომ “ქართული ოცნების“ სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის მიუხედავად, გერმანია აგრძელებს ჩვენი ქვეყნსი მხარდჭერას და ერთადერთი, ვისაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესება შუძლია, თავად “ქართული ოცნებაა“, რომელმაც უნდა გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები და შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

თეონა აქუბარდიას თქმით კი, ახალი ელჩის განცხადების შემდეგ ახლა უკვე “ოცნების“ ქცევა იქნებოდა საინტერესო იმ ფონზე, როცა მისი ლიდერები ყოველთვის განსაკუთრებით უტევდნენ გერმანიას.

ის, რომ გერმანიის ახლადდანიშნული ელჩი აქცენტს აკეთებს მძიმე წარსულზე, მათ შორის, იმ განზრახულობის ერთგულებაზე, რომელიც ევროკავშირს და მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანა გერმანიას აქვს საქართველოში, დემოკრატიის მხარდაჭერა, და პროდასავლური კურსის, რომელიც კონსტიტუციითა გამყარებული, აბსოლუტურად გასაგებია ამ კუთხით. აქ უკვე საინტერესო იქნება “ქართული ოცნების“ ქცევა, რომელიც განსაკუთრებით უტევდა გერმანიას, მიუხედავად იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც გერმანია უწევდა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, - განაცხადა აქუბარდიამ. 

გერმანიის ახალმა ელჩმა პირველი განცხადება გააკეთა. ბარბარა ფოსი საქართველოსთან გერმანიისა და ევროკავშირის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვაიმას, რომ გერმანია კვლავ აქტიური მხარდამჭერი იქნება ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული კურსის.