კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

14.08.26 13:52
კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იოსებ ალიბეგაშვილს ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად შეხვდა.

“მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.