გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?!
მინდა საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით?! - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
ოპოზიციონერი მისამართი ივანიშვილის გუნდის მისამართით სვამს კითხვას - "გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?!".
საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო: ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? შემთხვევით ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით შემთვევით?! ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება? გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? - ეს მითოლოგია არ არის, ეს ნამდვილი ამბავია! ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? - შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?! უკვე ათწლეულებია, რაც იქიდან ქართველები ვართ გამოყრილი, დახოცილები, სახლ-კარ წართმეულები. რასაც დღეს ვიტანთ, არის აუტანელი და ამის ატანა მეგობრებო არ შეიძლება", - განაცხადა ნიკა გვარამია.
14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.