ოზურგეთის მერი არ გამოდგა კარგი მონა “ქოცებისთვის“ და როგორც დადეს, ისე აიღეს - თათია ნიკოლაშვილი

14.08.26 15:30
ოზურგეთის მერი არ გამოდგა კარგი მონა “ქოცებისთვის“ და როგორც დადეს, ისე აიღეს - თათია ნიკოლაშვილი

ოზურგეთის მერი არ გამოდგა კარგი მონა “ქოცებისთვის“ და როგორც ხალხის ჩართულობის გარეშე დადეს, ისე აიღეს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაატა კუნჭულიამ მოასწრო მხოლოდ ის, რომ დაესაქმებინა მისი სანათესაო, საახლობლო, საძმაკაცო და მათი ოჯახის წევრები.

ოზურგეთის ე.წ. მერი, რომელიც ყელამდე კორუფციაში იყო და მისი დანაშაული არაერთხელ გამოსულა სააშკარაოზე. ამ კაცმა მოასწრო მხოლოდ ის, რომ დაესაქმებინა მისი სანათესაო, საახლობლო, საძმაკაცო და მათი ოჯახის წევრები, ასევე გადასარევად ასწრებდა იმას, რომ ხალხის ფულით მოეწყო ყველა კვირაში რესტორნებში ქეიფი და დროსტარება და კონცერტები ეტარებინა. ფაქტი არის ის, რომ ამ ფონზე, ის არ გამოდგა კარგი მონა “ქოცებისთვის“, მას არ უყვარდა როგორც ჩანს, შავ სალაროში ფულის მიტანა და ფიქრობდა, რომ შეეძლო რაღაცები დამოუკიდებლად გადაეწყვიტა, როგორც ხალხის ჩართულობის გარეშე დადეს ეს კაცი მერად, ასევე აიღეს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ მიიღება ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა. 

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.

მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად.

 

მსგავსი სიახლეები