რისთვის ემზადება ივანიშვილი შემოდგომისთვის - მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

14.08.26 16:01
რისთვის ემზადება ივანიშვილი შემოდგომისთვის - მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფბ- გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი შემდოგომისთვის რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება.

სააკაშვილის ინფრომაციითვე, ივანიშვილი ასევე ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერისთვის და შესაბამისად მათი სუბიექტად აღიარებისთვის, აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის და  საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

ეს ყველაფერი გაკეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ბოლო რამდენიმე თვეა ხმები მომდის, რომ ივანიშვილის გარემოცვა აქტიურად საუბრობს - მთავარია ეს შემოდგომა გადავიტანოთ და შემდეგ მუდმივად ჩვენ ვიქნებითო. ახლა კი სულ უფრო ნათელი ხდება თუ რას აპირებენ შემოდგომაზე. ივანიშვილს რუსეთი სთხოვს კონკრეტული ინსტიტუციური ნაბიჯების გადადგმას. მოსკოვს ფიცის არ სწამს და არც მხოლოდ დაჭერები და პრო-რუსული რიტორიკა აკმაყოფილებს, თავისი საქართველოს ომში დადანაშაულებით.
იმ ახალი ინფორმაციით, რომელიც ახლა მომივიდა და მინდა გაგიზიაროთ, საკუთარივე კაპიტულანტური პოლიტიკის კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი ემზადება უახლოეს კვირებში და თვეებში შემდეგი ნაბიჯებისთვის: 
- რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის
-აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერისთვის და შესაბამისად მათი სუბიექტად აღიარებისთვის.
- აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის
- საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის
ეს ყველაფერი გაკეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ეს შემოდგომა იქნება ასევე სიმართლის მომენტი ქართველებისთვის, ან ახლა მაინც დავირაზმებით ყველანი, გავანძრევთ ხელს და დავამტკიცებთ, რომ ღირსი ვართ თავისუფლების, ან გავქრებით როგორც ერი. ასევე ეს გადამწყვეტია ქოცებისთვის, ისინი ამ ყველაფერს გეგმავენ არა მხოლოდ რუსების კარნახით, არამედ ასევე იმიტომ, რომ თუ ესეც გაატარეს ქართველებმა, მაშინ მათი აზრით ივანიშვილის მემკვიდრეობით დიქტატურას უახლესი ათწლეულები აღარაფერი დაემუქრება. 
დღეს წინაპირობები არის შემდეგი: კი, ქართველების 80%-ს ეზიზღება ქოცები და რუსები, ამავე დროს ხალხის უმრავლესობა თვლის, რომ ივანიშვილის მოშორება შეუძლებელია. ოპოზიციამ გილაურებთან და სხვებთან თამაშებით მიაღწია იმას, რომ ხალხს ოპოზიცია მთლიანად გაყიდულად მიაჩნია. ხალხი ასევე თვლის, რომ ივანიშვილის დამარცხება შემიძლია, ოღონდ ასევე ფიქრობს, რომ მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად არავინ გამიშვებს.
ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ არ გვაძლევს უფლებას გავჩერდეთ და ხელები ჩამოვუსვათ. ახლა უიმედობის კი არა, გადამწყვეტი შემოდგომისთვის მომზადების დროა! 
ჩვენ თავს უნდა შევუძახოთ - ან ახლა ან არასდროს!", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები