დათუნაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება

14.08.26 18:38
დათუნაშვილი: გვაქვს ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება

საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში -  „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრს, თაზო დათუნაშვილს აინტერესებს, სად მიდის რეალურად საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი საწვავი.

ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის,მდიდრდებიან „ქართული ოცნების“ წევრები - ამბობს დათუნაშვილი. 

მისივე თქმით, "ლელო- ძლიერ საქართველოში" აქვთ ეჭვი, რომ დიდი კორუფციული სქემით საწვავი რუსულ არმიასა და ბაზარს ადგება.

რა კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები და ამისთვის საჭიროა სრული გამჭვირვალობა მთელ პროცესში. ვინ არიან შემსყიდველები? რა წარმომავლობის საწვავზეა საუბარი? როგორ მოხდა ანგარიშსწორება? რა ვალუტაში? რა ბანკების საშუალებით? პირველ რიგში, ამ კითხვებს თუ პასუხი არ გაეცემა, არცერთი ეჭვი მოხსნილი არ იქნება. ეჭვი, რომ ეს ყველაფერი არის უდიდესი კორუფციული სქემა, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები უზომოდ დიდ ფულს შოულობენ და მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრები მდიდრდებიან. მეორე, სად მიდის რეალურად ეს საწვავი? ემსახურება გალის ქართველების ბენზინით მომარაგებას თუ რუსეთის არმიასა და უმძიმეს საწვავის კრიზისში მყოფი რუსეთის საცალო ბაზარს? ეს საწვავი ვერ დაფარავს ამ ბაზარს, მაგრამ არის თუ არა ამ ბაზრისთვის განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის დიდი კორუფციული სქემა, რომელიც ადგება რუსულ არმიასა და რუსულ ბაზარს. არაფერ შუაშია აქ აფხაზეთი და ინფანტილიზმია ფიქრი იმისა, რომ ვინმე იქ რამეს მოახმარს გალის ქართველებს, რადგან მათ უმძიმეს პირობებში ამყოფებენ. დღეს გალში ქართველები ფაქტობრივად აპარტეიდში ცხოვრობენ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. 

მსგავსი სიახლეები