დიპლომატი შეიცვალა, გერმანიის პოზიცია არა - ახალი ელჩის პირველი განცხადება და შეფასებები თბილისში

14.08.26 20:26
დიპლომატი შეიცვალა, გერმანიის პოზიცია არა - ახალი ელჩის პირველი განცხადება და შეფასებები თბილისში

გერმანიის ახლადდანიშნული ელჩის პირველი განცხადება მოკლე და მკაფიოა - ბარბარა ფოსი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში კრიზისს თავიდანვე სახელს არქმევს და წერს, რომ ეს საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობასაც განსაზღვრავს. დიპლომატი შეიცვალა, გერმანიის პოზიცია - არა. ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა ისევ ურყევია.

"ქართული ოცნება" გერმანიასთან ურთიერთობის გაუარესებას პიტერ ფიშერს აბრალებდა და პერსონალური თავდასხმების სერიასაც მისკენ მიმართავდა. ფიშერი კი ევროპელ დიპლომატებს შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მაშინვე, როცა ხელისუფლების საგარეო კურსზე კითხვები გაჩნდა.

რა პერსპექტივა აქვს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს ახლა. ოპოზიციას პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. ახალი ელჩის პირველივე გზავნილი არწმუნებთ, რომ გერმანია არ აპირებს პრობლემების იგნორირებას და ურთიერთობების ნორმალიზება დამოკიდებულია რეალურ ნაბიჯებზე და არა დიპლომატების ცვლილებაზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. ეს მანამდეც ასე იყო. სახელისუფლებო პარტიამ თქვა უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, რეკომენდაციებისა და მოწოდებების გათვალისწინებაზე და თავად დაიწყო ანტიევროპული კამპანია დასავლური სახელმწიდოების წინააღმდეგ.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები