არჩევნებიდან 10 თვის თავზე, ოზურგეთის მერმა თანამდებობა სოციალური ქსელით დატოვა - პაატა კუნჭულია წყენას არ მალავს

14.08.26 20:48
არჩევნებიდან 10 თვის თავზე, ოზურგეთის მერმა თანამდებობა სოციალური ქსელით დატოვა - პაატა კუნჭულია წყენას არ მალავს

არჩევნებიდან 10 თვის თავზე, ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა სოციალური ქსელით დატოვა. მამუკა მდინარაძის კადრი ერთი განცხადებით დაემშვიდობა ყველას, მისი გადადგომის მთავარ მიზეზად ოპოზიციური მედიის აქტიურობა და გუნდისგან გამიჯვნა დაასახელა. კუნჭულიამ  თქვა, რომ "ქართული ოცნებისგან" მხარდაჭერას ვერასდროს გრძნობდა, ვერც მასინ როდესაც კრიტიკული მედია მასზე რეპორტაჟებს ამზადებდა. უკვე ყოფილმა მერმა, ამავე განცხადებაში ხაზი გუნდში არსებულ დაპირისპირებასაც გაუსვა

პაატა კუნჭულიას 10 თვიანი მოღვაწეობიდან ერთადერთი რაც ოზურგეთელებს დაამახსოვრდათ - უწყლობა და უგზოობაა. "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ არაერთ სიუჟეტში ადგილობრივები ყვებოდნენ, როგორ დარჩნენ ყველასგან მიტოვებულები, რომ შეუჩერდათ სოციალური პროგრამები, ასევე გადათხარეს და მიატოვეს ქუჩები.

პაატა კუნჭულიამ ოზურგეთს თავი კონცერტებსა და რესტორნებში გადახდილი ათასობით ლარით, საკუთარი საჭიროებისთვის შეძენილი ჩანგლებით, საფერფლეებით, ვარდებით, ახალი ავტომობილებით და თაბამდებობებზე დასაქმებული, თბილისიდან ჩამოყვანილი მეგობრებით დაამახსოვრა. ოპოზიცია კი ახლაც და მაშინაც საუბრობს სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე. 

დეტალები ნახეთ, ნატო გოგელიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები