სალომე სამადაშვილი: როგორ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება საქართველოში - ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველგან

14.08.26 22:04
სალომე სამადაშვილი: როგორ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება საქართველოში - ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველგან

"როგორ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება საქართველოში - ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველგან" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, არ შეიძლება "ოცნების" პროპაგანდაზე აყოლა, რადგან პოლიტიკოსის შეფასებით, ეს ივანიშვილის და მისი გუნდის "სათამაშო ველზე გადასვლას" ნიშნავს. 

ჩემი აზრით, საკითხი რომელიც დღეს არის ყველაზე აქტუალური და რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველგან და ყოველთვის, ეს არის, როგორ უნდა დავიბრუნოთ საქართველოში თავისუფლება იმისთვის, რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერს მართლაც ხალხის უმრავლესობა. ანუ, როგორ ვიბრძვით ჩვენ იმ უფლებების  დასაბრუნებლად, რომელიც ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციის თანახმად. ჩემი აზრით, "ოცნების" პროპაგანდას" ხშირ შემთხვევაში ძალას ანიჭებს მისივე მოწინააღმდეგ მხარე. მაგალითად, როდესაც ჩვენ გაჭრილად არ ვამბოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ აქვს ამ ქვეყანაში ამ ქვეყანაში უმრავლესობის მხარდაჭერა და შევდივართ რაღაც განხილვაში, რომ თითქოს რაღაცა გზები არსებობს, რომლითაც ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ვიღაც, რომ რუსეთი მტერია სინამდვილეში და ხელისუფლება ვითომ ახერხებს ვიღაცის საწინააღმდეგოში დარწმუნებას, ჩვენ გადავდივართ ხელისუფლების სათამაშო ველზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.