კობახიძე პასუხობს კითხვას, ესაუბრა თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილის შესახებ

18.08.26 12:00
კობახიძე პასუხობს კითხვას, ესაუბრა თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილის შესახებ

 

 

ირაკლი კობახიძე ვერ იხსენებს, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილის გამოქვეყნებამდე ესაუბრა, თუ მის შემდეგ.

პირველების" ჟურნალისტმა დღეს კობახიძეს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან ირაკლი ღარიბაშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ და იქნა თუ არა განხილული აღნიშნული წერილი "ოცნების" დამფუძნებელთან. 

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ ექს-პრემიერის წერილი ივანიშვილთან განხილვის საგანი არ ყოფილა. 

„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები