ღარიბაშვილს ვურჩევდი, ყველაფერი მოყვეს - ხატია დეკანოიძე
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, ყველაფერი ილაპარაკოს. როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ექს-პრემიერის შემთხვევა "ოცნების" ყველა წევრისთვის უნდა იყოს გაკვეთილი, "თუ როგორ ექცევა ივანიშვილი თავის ლოიალურ მსახურებს".
ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ივანიშვილისადმი ლოიალურობა მთავრდება ასე. მე ვურჩევდი ყველას - "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ღარიბაშვილის ეს წერილიც, შემდეგი წერილიც, ის განცხადებაც, რომელსაც ის ავრცელებს, ასევე მასაც ვურჩევდი ყველაფერი მოყვეს, რაც შეეხება მის ამ საქმეს, მის კორუფციულ საქმეს და კორუფციულ გარიგებებს - ეს არის ნამდვილი საზეპირო, როგორ ჭაობშია "ქართული ოცნება". ამიტომ, ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ყველასთავის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, საინტერესო არის ორი ფაქტი - როგორია ბიძინა ივანიშვილი, როგორც "აჯილდოებს" იგი და როგორ ექცევა თავის ლოიალურ მსახურებს - ( ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის) და მეორე, ზოგადად, რა ჭობაში და წუმპეშია ზოგადად ჩაფლული "ქართული ოცნება",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.