ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინტერესების გამო ეწამა, ერთი ცალი სახელმწიფოს ინტერესი დამისახელოს - უსუფაშვილი

19.08.26 11:47
ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინტერესების გამო ეწამა, ერთი ცალი სახელმწიფოს ინტერესი დამისახელოს - უსუფაშვილი

ირაკლიი ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინტერესების გამო ეწამა, ერთი ცალი სახელმწიფოს ინტერესი დამისახელოს ან მან ან მისმა გუშინდელმა თუ დღევანდელმა თანამოაზრეებმა - ასეთ შეფასებას აკეთებს "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ექს-პრემიერის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ. 

უსუფაშვილის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის გაუგზავნა წერილი. პოლიტიკოსის განცხადებით, აქ მტავარი არის ის, რომ "რეჟიმი სრულად არის იმ დაავადების მსხვერპლი, რასაც ჰქვია, ძალაუფლება რომ ჰრყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ჰრყვნის".

აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის და სახელის ყოფილი თანამდებობის პირია ციხეში,  რა გვარის და სახელის თანამდებობის პირი ამას იმას უგზავნის, აქ მთავარი არის, რომ რეჟიმი სრულად არის იმ დაავადების მსხვერპლი, რასაც ჰქვია, ძალაუფლება რომ ჰრყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ჰრყვნის. ამ ადამიანებს უკვე იმისი განსჯის უნარიც კი არ აქვთ, რომ, საკუთარ სიტყვას და ქმედებას რაღაცა პატარა თვითშეფასება გაუკეთონ. რასთან გვაქვს საქმე, რითია ეს ხალხი დაკავებული, რით იყვნენ დაკავებულები? - ახლა რასაც ყოფილი პრემიერი გვეუბნება, რატომ ეწამა ის? და გვეუბნება, რომ ამის გამო, ჩვენ მისადმი სიმპათია უნდა გაგვიჩნდეს, რადგან სახელმწიფო ინტერესების გამო ეწამა. ერთი ცალი სახელმწიფოს ინტერესი დამისახელოს მან, ან მისმა გუშინდელმა თუ დღევანდელმა თანამოაზრეებმა, რომელიც მიიღწევა აი ასეთი ქმედებები", - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

პატიმარი ექს-პრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. 

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადაადგმევინა ნაბიჯი, ბრძოლის დასაწყებად.

"აბსურდი" - ასე პასუხობენ პატიმარი ექს-პრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში .

მსგავსი სიახლეები