ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად, ეს არის ღალატი - ხოშტარია
ჩვენი რუსული დე ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად, ეს არის ღალატი!- ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
ხოშტარიას შეფასებით, “ქართული ოცნების” ქმედება სახელმწიფოს საფრთხეში ჩაგდება და ღალატია.
“აშშ-ში ირანის დამარცხება, ამ პრობლემის დროული გადაჭრა, ერთ-ერთი ცენტრალური პოლიტიკური საკითხია.სიმწვავეს ამძაფრებს ნოემბერში მოახლოებული შუალედური არჩევნები. ტრამპისთვის ირანი პოლიტიკური ეგზისტენციალურების საკითხია.გუშინ ტრამპმა გამოაცხადა უპრეცედენტო ეკონომიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ირანის დამარცხების ახალი სტრატეგია. ამერიკა არნახულ ეკონომიკურ სიკვდილს ჰპირდება ირანს.
აი, ამ ფონზე ჩვენი რუსული დე-ფაქტო მმართველობა ირანს ეხმარება ეკონომიკურად. თავად წარმოიდგინეთ, რა ემუქრებათ. ოღონდ საფრთხე ის არის, რომ მათი დასჯით, ჩვენც ვიზარალებთ. რა შეიძლება, რუსეთის გარდა, აიძულებდეს ამ რეჟიმს, ღიად უჭერდეს მხარს ტერორისტულ, იდეოლოგიზებულ, რელიგიურად ღიად აგრესიულ რეჟიმს, რომელიც ამუშავებს ბირთვულ იარაღს. რამ უნდა მოგანდომოს ცივილიზაციასთან დაპირისპირებულ რეჟიმთან ურთიერთობა. ეს არის სახელმწიფოს უდიდეს საფრთხეში ჩაგდება.
ეს არის ღალატი!” - წერს ელენე ხოშტარია.