ათობით ათასი რუსია მომდგარი საზღვარს, ეს ისტორიული კატასტროფაა - მიხეილ სააკაშვილი

21.08.26 13:17
ათობით ათასი რუსია მომდგარი საზღვარს, ეს ისტორიული კატასტროფაა - მიხეილ სააკაშვილი

 

 

ათობით ათასი რუსია მომდგარი საზღვარს. ეს არის ისტორიული კატასტროფა- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ლარსიდან რუსეთის მოქალაქეების ახალი ნაკადის შემოდინებას.

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არსებობსს ბევრი რისკი, რომელსაც “ოცნების“ ხელისუფლება არ ითვალისწინებ.

სააკაშვილს ეჭვობს, რომ შესაძლოა, საზღვარს ისეთი ადამიანებიც კვეთდნენ, ვისაც აგენტურული დავალებები ჰქონდეს მიცემული.

სააკაშვილი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოწუოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ საქმე საგანგაშოდ არის.

ნამდვილი შემოსევაა დაწყებული საქართველოში ახლა ლარსიდან, ათობით ათასი რუსია მომდგარი საზღვარს. ეს არის ისტორიული კატასტროფა, იმიტომ რომ უკვე 120 ათასი რუსი დაფუძნდა საქართველოში, ბინადრობის მოწმობით, ბევრმა აიღო მოქალაქეობა, ახლა აპირებს კიდევ 200 ათასი შემოსვლას. პუტინი, თავის დროზე, ცხინვალში და აფხაზეთში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით. ახლა რუსეთის მოქალაქეები გამაგრებული ჰყავს თბილისსა და ბათუმში, რომელიც თავის დროზე რუსეთს გამოვაცალეთ და ისევ რუსებმა მიიტაცეს დღეს ფაქტობრივად. ყველა არის იმპერიალისტი, ყველა გვიყურებს ზემოდან ქვემოთ, მათ შორის არის ბევრი აგენტი და დივერსანტი, პირდაპირი დავალებით შემოგზავნილი, მათთვის ქართველები არიან იმისთვის გაჩენილი, რომ რუსები გავართოთ და მათ მოვემსახუროთ. აი, ასეთ მოსახლეობას გვახვევენ თავზე, რომელსაც მერე ალბათ საარჩევნო უფლებასაც დაუმატებენ, კითხეთ ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვერ მოახერხა რუსეთის ინტეგრირება. ეს არის შეუძლებელი, ეს ხალხი არის უცხო სხეული და ძალიან საშიშინი, მომაკვდინებელი სხეული, საქართველოსთვის. ახლა მაინც გავერთიანდეთ ყველა. თუ ესეც გავატარეთ და ესენი შემოვიდნენ, საქართველო დამთავრდება და მერე ვიქნიოთ ხელები და ვარჩიოთ საქმეები ერთმანეთში. ახლა არის ერთობის და მოქმედების დროს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა დაგვრჩეს და თუ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს და ჯერ არ დაბადებულ ქართველებს რაღაც გადავცეთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, ამ ჩამოსულებს - „РОССИЯНИ, ЭТО НЕ ВАШ ДОМ, “, “РОССИЯНИ , ИДИТЕ ДОМОЙ“ - ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ერთ დღეში 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა.

ინფორმაციას გამოეხმაურა შსს-ც და დაწერა, რომ მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა. 

მოგვიანებით, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურში განმარტეს, რომ გაზრდილი მგზავრთა ნაკადი ტურისტულ სეზონს და შვებულებების პერიოდს უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები