„ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ზახაროვას განცხადებები არ აინტერესებთ, თუმცა უცხოელების, მათ შორის რუსების უსაფრთხოებას დაიცავენ
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზახაროვას შეფასებები მათთვის საინტერესო არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ საქართველოში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
„ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ზახაროვას განცხადებებს არ ეცნობა და მას რუსეთის საგარეო უწყების „კლერკს“ უწოდებს. ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ სახელმწიფო რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას ისევე დაიცავს, როგორც სხვა უცხოელებისას.
ვინ არის ეგ? არ ვიცი. მე ვკითხულობ სერიოზული, პირველი ნომერი ადამიანების, პოლიტიკაში ვინც არიან, იმათ განცხადებებს და თუ ვინმე კლერკია. ის არის კლერკი ერთ-ერთ სამინისტროში. რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებასაც ვიცავთ, საუდის არაბეთის ტურისტების უსაფრტხოებასთან დავიცავთ, ბანგლადეშის ტურისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ და თქვენი, როგორც ჟურნალისტების უსაფრთხოებასაც დავიცავთ, - ამბობს შარმანაშვილი.
შარმანაშილის მსგავსად, ზარქუაც ამტკიცებს, რომ ზახაროვას განცხადება მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოს, რადგან ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის წყაროა.
არც ვიცი, არც მომისმენია, ჩვენთვის არ არის ეს საინტერესო, ვინ რას იტყვის იქ. კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ მოსკოვში, სხვაგანაც გვაქებენ. როდესაც შენ, ამერიკაშ, მაგალითად, სახელმწიფო ინტერესებში შედის, რომ ტურისტმა, მიუხედავად მისი ეროვნებისა, კარგად იგრძნოს თავი. რატომ? იმიტომ, რომ ის არის შემოსავლების მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიუჯეტისთვის, - ამბობს ზარქუა.
„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი გაბუნია უარყოფს, რომ ხელისუფლება ვინმეს დავალებას ასრულებს. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია თანაბრად დაიცვას როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებები და მათ წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს შესაბამისი პასუხი გასცეს.
ჩვენ არავის დავალებას არ ვასრულებთ, ეს ერთი. ნებისმიერი ადმაიანის უფლებები, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები ჩვენს ქვეყანაში არის და უნდა იყოს დაცული უმღალეს დონეზე. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, ვის მიმართაც განხორციელდება უკანონო ქმედება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გასცემს ადეკვატურ და შესაბამის პასუხს, ამიტომ ამ მიმართულებით სახელმწიფო და ხელისუფლება იქნება პრინციპული და ჩვენ განუხრელად დავიცავთ ყველა ადამიანის უფლებებს, - ამბობს გიორგი გაბუნია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ბრიფინგზე საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიეცნენ.
მსგავსი სიახლეები
საგარეო უწყება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვაზე განცხადებას ავრცელებს
უწყების ცნობით, საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მოჰამედ ხალედ ხიარიმ მიაწოდა.