თენგიზ შარმანაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის "არ სჯერა"

21.08.26 13:34
თენგიზ შარმანაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის "არ სჯერა"

 

 

"ოცნების" დეპუტატს ირაკლი ღარიბაშვილის არ სჯერა - თენგიზ შარმანაშვილი ამბობს: "თუ ის უფრო მეტს იტყვის, შეიძლება გავიგო, მაგრამ არ ამბობს ეს კაცი, რასაც ამბობს იმისი არ მჯერა".

შარმანაშვილი მხოლოდ ერთ რამეშია დარწმუნებული - მისი მტკიცებით, როგორ ღარიბაშვილს ისე მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება და არავინ არაფერს დაუშავებს. 

ეს მუქარა არის ნონსენსი, ან ეს მოთხოვნა, რომ მოდი კიდევ ერთი რამ დაიმატე, არაფერ სასჯელს არ გაგიზრდი, ისევ ხუთი წელი დარჩება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მომავალში პოლიტიკაში არ მოხვალ, ეს არის წარმოუდგენელი სისულელე იდეაში იურიდიულად და ვე გავიგე. თუ უფრო მეტს იტყვის, შეიძლება გავიგო, მაგრამ არ ამბობს ეს კაცი, რასაც ამბობს იმისი არ მჯერა, იმიტომ, რომ გარანტია ეგ არ არის. თვითონ უნდა დაასახელოს, ვინ რა ვითარებაში, სად და რა ფორმით გააკეთა ეს. 

რისთვის დასჭირდა არვიცი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, არავითარი საფრთხე მას და მის ოჯახს არ ემუქრება და ამას არავინ არ დაუშვებს", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.

ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".

ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები