ენმ ყველა იმ რუსეთის მოქალაქეს ჩამოართმევს ქონებას, ვისაც საქართველოს შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვს - ფავლენიშვილი
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ყველა იმ რუსეთის მოქალაქეს ჩამოართვენ საქართველოში შეძენილ ქონებას, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა ბათუმში განაცხადა, რუსებისთვის ჩამორთმეულ ქონებას შემდეგ იმ დევნილებს გადასცემენ, ვინც რუსული აგრესიის გამო საკუთარ სახლებში დაბრუნებას ამდენი წელია ვერ ახერხებენ.
ბათუმის ქუჩებში სეირნობისას, ფაქტობრივად, ქართულ ენას ვერც კი მოჰკრავთ ყურს. ესმით მხოლოდ ოკუპანტის ენაზე საუბარი. რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაწილი მიტაცებული უძრავი ქონების ბათუმში და ისინი დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სულ მალე. რაც შეეხება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთეს ამ მიმართულებით, ჩვენ ვიცით, ივანიშვილის რეჟიმის უსაფრთხოების პოლიტიკა და კარგად გვესმის, რომ ამ უძრავი ქონებების მფლობელების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს პირდაპირ დამრღვევი ოკუპაციის კანონის, მათ შორის, შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ბარბაროსული აგრესიების მხარდაჭერაში. "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად იმ ადამიანებს ჩამოართმევს იმ უძრავ ქონებას, რომელთაც აქვთ საქართველოს შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული, მათ შორის მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის ბარბაროსულ აგრესიაში და ამ ქონებას ჩვენ გადავცემთ დევნილებს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ აღმოჩენიათ ბოლო წლების მანძილზე.
ჩვენ დევნილებს ვპირდებით არა მარტო ამ უძრავ ქონებას, არამედ დაბრუნებას აფხაზეთში, თუმცა მანამდე ამ უსამართლობის გამოსწორებას". - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.