“ამისთვის მადლობა არავის ეკუთვნის“ - “ოცნება“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე

21.08.26 17:15
“ამისთვის მადლობა არავის ეკუთვნის“ - “ოცნება“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაზე

“ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებაში “გასაკვირი არაფერია“ და “ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაიცვას.“

გიორგი გაბუნიას თქმით, ამისთვის მადლობა არავის ეკუთვნის და თუ ისინი ვინმეს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, აბსოლუტურად, სამართლიანადაც.

ჩვენ არავის ვლანძღავთ, ჩვენ ვაკრიტიკებთ ყველას, დამსახურებულად, არგუმენტირებულად და შინაარსობრივად - ეს ერთი. მეორე - რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებს, ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, ის რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპრებულია რუსეთის მხრიდან, ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისთვის, მადლობის თქმა არავის ეკუთვნის, - ამბობს გიორგი გაბუნია.

“საქციელს უწონებს“ თენგიზ შარმანაშვილის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და მიიჩნევს, რომ მან რომ გააკრიტიკოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, ისინი ვალდებულები არიან საერთაშორისო სამართალი დაიცვან.

სწორია, კარგს აკეთებენ და როდესაც კარგს გააკეთებენ, მადლობას ვეტყვით, მადლობა, რომ იცავთ საერთაშორისო სამართალს, თუ მათ ასეთი მადლობა სჭირდებათ და როგორც ჩანს, სჭირდებათ, ოფიციალურად ვეუბნები მადლობას. მე ბალტიის ქვეყნები, რომ გავაკრიტიკო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბალტიის ქვეყნებმა საერთაშორისო სამართლი ფეხებზე დაიკიდონ, საერთაშორისო სამართლის დაცვა, ყველა პოლიიტიკოსის ვალდებულებაა, - ამბობს შარმანაშვილი. 

  • გაეროს უშიშროების საბჭომ 2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება დახურულ ფორმატში („სხვადასხვა საკითხების“ პუნქტით) განიხილა. სხდომა საბჭოს ევროპელი წევრების - დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ლატვიისა და გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით გაიმართა.
  • შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.

მსგავსი სიახლეები