ვიქტორ ყიფიანი ღარიბაშვილზე: ასეთი ალალი, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი
"ასეთი ალალი, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი" - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშილზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო დღეები, როდესაც ირაკლი ღარიბაშილის განცხადებები გამოქვეყნდა "კიდევ ერთი ილუსტრაცია და დემონსტრაციაა, რა გვჭირდება და რა არ გვჭირდება".
ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, რომ საქართველო "ადამიანური სახის, მიწიერ ხელისუფლებას იმსახურებს".
ბატონ ირაკლისთან მე მქონდა რამდენიმე გადაკვეთა, განსაკუთრებით იმ ცნობილ საქმესთან დაკავშრებით და ჩემში დატოვა შთაბეჭდილება, როგორც ძალიან ალალი ადამიანის, იმდენად ალალის, რომ ხშირად დამკბადებია კითხვა, ასეთი ალალი როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს იმდენად თვალსაჩინო სიალალე იყო.
როდესაც მე ვთქვი, რომ ეს რამდენიმე დღე კიდევ ერთი ილუსტრაცია და დემონსტრაციაა, რა გვჭირდება და რა არ გვჭირდება - არ გვჭირდება სწორედ ასეთი გამრუდებული მმართველობა და ახლა თუ მე ჩამონათვალს გავაკეთებ რა გვჭირდება - ჩვენ ალბათ პირველ რიგში გვჭირდება ისეთი მართვის სისტემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამართულობაზე, ნორმალურ მართვის სისტემაზე, რომელსაც ნდობა აქვს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისგან. მე არ განვეკუთვნები პოლიტიკოსთა იმ ნაწილს, რომლიც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშნელოვანი ნაწილი ქართული საზოგადოების ასეთი ნდობით ხელისუფლებისადმი არ გამოირჩევა. ჩვენ ასევე გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ღია იქნება, არა მარტო კონკრეტულ კანონთან და ფაქტთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ღია იქნება. ისეთი კომფაქტური ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ადამიანური სახის, მიწიერ ხელისუფლებას იმსახურებს," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ციხიდან ახალ წერილი გაავრცელა, რომელშცი წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და "ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს".
ამასთან, ექს პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“
ასევე ნახეთ: