შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა
შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება პირადად მისთვის სამწუხაროა, თუმცა პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას.
კითხვაზე, „რატომ მაინცდამაინც ახლა?“ პაპუაშვილი პასუხობს, რომ „შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს“.
„მან თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც მიღო გადაწყვეტილება. მან თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რომელიც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია, გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა. ჟურნალისტებს შესაძლებლობა გქონდათ, პირადად მიგეღოთ მისგან გადაწყვეტილების ახსნა. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ასე უნდა მივიღოთ - ადამიანებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ...
არასდროს არ იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიღება მაშინ, როცა მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია. გარედან ამას ვერავინ შეაფასებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ თანამდებობისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება წინა კვირას გააკეთა.