კობახიძე გაეროში სიტყვით გამოვა - წინა წელს უარი თქვა
ირაკლი კობახიძე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. "ქართული ოცბის" ლიდერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში 20-24 სექტემბერს მიიღებს მონაწილეობას.
გასულ წელს გაეროს ასამბლეაზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა. ამ საკითცზე პრესსამსახურში განმარტეს, რომ შარან კობახიძე არჩევნების გამო ვერ წავიდა გაეროში რადგან ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია 2026 წლის 15 სექტემბერს გაიხსნება.
რას ამბობდა ირაკლი კობახიძე შარშან?
ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე.