„მდინარაძის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ამ მასშტაბის ადამიანი აღარ მოიაზრება“ - ნინო წილოსანი
ნინო წილოსანის შეფასებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ აღარ მოიაზრება იმ მასშტაბის ფიგურა, რომელიც სამართალდამცავი უწყებებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით საკოორდინაციო ფუნქციებს შეითავსებს.
"ოცნების" წევრის თქმით, სწორედ ამიტომ, შესაბამისი მიმართულებებით მუშაობას ცალკეული მინისტრები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ.
სხვადასხვა მიმართულებით ის იყო, სამართალდამცავთა კოორდინაცია თუ რეგიონალური განვითარების შესახებ კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთის იყო, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტავის დროზე, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ალბათ ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს, აღარც იქნება მოაზრებული და თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული, - ამბობს წილოსანი.
“ქართული ოცნება” თანამდებობას, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შექმნის - განცხადება ამის შესახეებ შალვა პაპუაშვილმა დღეს 31 აგვისტოს პარლამენტში გააკეთა.
უფრო კონკრეტულად "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რომელიც თავის დროზე სწორედ მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა.
- ამ პოსტის შექმნას პარლამენტის კენჭისყრა სჭირდებოდა - შესაბამისად, მდინარაძეს ამ პოზიციაზე სექტემბრის მეორე კვირიდან უნდა ემუშავა.
ასევე გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილიდან 29 ივლისამდე იკავებდა; [გადადგომამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად მუშაობდა].
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, გუნდში მსჯელობენ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.