"აურზაური სალხინოში" - სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" რღვევაზე საუბრობს
"ეს არის აურზაური სალხინოში" - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მისი თქმით, ის, რაც "ოცნების" ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის ხდება "შიდა დაპირისპირების ბოლო ფურცელია".
ეს არის აურზაური სალხინოში, ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერი, როცა პრემიერი იყო, რა ხდებოდა იმაზე ჩატარდა გამოძიება? ან ახლა რაღაცას რომ ამბობს, ბოლომდე ამბობს, თუ ეს კიდევ ჩეულებრივი, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, არის ის, რომ გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი და მერე ბოლოს არასდროს არ ამბობენ ყველაფერს და ვრჩებით ამ რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, მოითხოვს განმარტებას და არაფერი არ ხდება.
ეს არის ის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობის, შიდა დაპირისპირების, აღარ იციან რა სიტყვებით შეამკონ ერთმანეთი. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ და თქვენ გინდათ, რომ მე ეს აგიხსნათ - არ არსებობს "იმიტომ, რომ". ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია, არც ახსნა-განმარტება და რომელიც მიდის თავის დასასრულამდე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ:
- ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ექს-პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული
- ღარიბაშვილის ოჯახი ალაპარაკდა - ექს-პრემიერის ცოლის ძმა "სახლებში შევარდნის ჰოლივუდურ სცენარზე" საუბრობს
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში საეჭვო თვითმკვლელობებზე ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.