"იმედი მაქვს, რომ მალე კობახიძესაც მიაბრძანებენ, გაუშვან ირანში" - ირმა ინაშვილი

02.09.26 22:11
"იმედი მაქვს, რომ მალე კობახიძესაც მიაბრძანებენ, გაუშვან ირანში" - ირმა ინაშვილი

"მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი, ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე ერთადერთი სახიფათო ჯგუფია" - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეს "გამოეცალა". ირმა ინაშვილი იმედოვნებს, რომ კობახიძესაც მალე "მიაბრძანებენ" - "გაუშვან ირანში". 

მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი, ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე არის ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ერთადერთი სახიფათო ჯგუფი, პოლიტიკური ჯგუფი. ახლა გამოეცალა მდინარაძე, კობახიძე დარჩა და იმედი მაქვს, რომ მალე მასაც მიაბრძანებენ, არ ვიცი სად, გაუშვან ირანში ბოლო ბოლო, მაინც ირანისკენ ილტვის დიდი მონდომებით. იშლება ნელ-ნელა ეს, მაგრამ ეს ახლა მოხდება, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება, ჯერ პრემიერ-მინისტრი კობახიძეა და ამ ვითარებაში, როდესაც ყოფილი პრემიერი, რომელსაც ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი ყოფილი, ასეთ შეკითხვებს სვამს და პირდაპირ ადრესატსაც ასახელებს, თქვენ გამეცით პასუხი, მდინარაძე-კობახიძეევ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია," - ამბობს ირმა ინაშვილი. 

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში საეჭვო თვითმკვლელობებზე  ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.