"ღარიბაშვილი აღმოჩნდა მდინარაძე-კობახიძის ცრუ დასმენების და დაბეზღებების მსხვერპლი" - ირმა ინაშვილი

03.09.26 11:29
"ღარიბაშვილი აღმოჩნდა მდინარაძე-კობახიძის ცრუ დასმენების და დაბეზღებების მსხვერპლი" - ირმა ინაშვილი

 

 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე დეზინფორმაციას, ტყუილს და ცილისწამებებს აწვდიდნენ და დაარწმუნეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უღალატა. 

მისი განცხადებით, დაკავებული ექს-პრემიერი "ცრუ დასმენებისა და დაბეზღებების მსხვერპლი" აღმოჩნდა. 

ირმა ინაშვილი განმარტავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებები მასთან შეთანხმებული არ არის და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლად მოქმედებს. 

პრაქტიკულად ღარიბაშვილი აღმოჩნდა ცრუ დასმენების და დაბეზღებების მსხვერპლი, ეს იგულისხმება, ჩემი აზრით, მის სტატუსში, სადაც ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს, რომ ის შეიყვანეს შეცდომაში. ბიძინა ივანიშვილს დეზინფორმაციას, ტყუილს და ცილისწამებებს აწვდიდნენ მდინარაძე და კობახიძე და როგორც ჩანს, იმდენი აწვეთეს და აწვეთეს, რომ დაარწმუნეს ღარიბაშვილის მოღალატეობაში და ღარიბაშვილს არ უღალატია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამ წერილებიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს სულ პატივისცემით მოიხსენიებს, ეს იყო შეკერილი, შეთხზული ჭორები და ცილისწამებები ღარიბაშვილის წინააღმდეგ. 

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედებს დამოუკიდებლად, არანაირი მისი ქმედებები არ არის ჩემთან შეთანხმებული, არც უნდა იყოს და არც ვარ ინფორმირებული," - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში საეჭვო თვითმკვლელობებზე  ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.

მსგავსი სიახლეები