ქმნიან ბინძურ სანახაობას - თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის გამოკითხვაზე დაბარებას ოპონენტების დაშინებას უკავშირებს

03.09.26 11:41
ქმნიან ბინძურ სანახაობას - თაზო დათუნაშვილი ოპოზიციის გამოკითხვაზე დაბარებას ოპონენტების დაშინებას უკავშირებს

 

 

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასების გამო იბარებენ.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ლაზარე ჯორჯაძის შესახებ მან პირველად სწორედ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო. 

მისი სახელი ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე, პოლიტიკურად შევაფასე, მომავალშიც შევაფასებ პოლიტიკურად და პოლიტიკურად ვაფასებდი ზოგადად ყველა ასეთ ამბავს, რომელიც შეიცავს ძალიან მძიმე მუქარებს. "ქართული ოცნების" შიდა კანიბალიზმს ისევ შევაფასებ. ეს არის ბინძური თამაში, რომლის მიზანიც არის, ბინძური სანახაობის შექმნა და ვინმეს შეშინება"- უთხრა "პირველებს" თაზო დათუნაშვილმა.

ამავე თემაზე: 

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.  

 

მსგავსი სიახლეები