კობახიძე ამბობს, რომ უცხოელ ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა

10.09.26 12:36
კობახიძე ამბობს, რომ უცხოელ ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარისში ვიზიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, 

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  პარიზში განუცხადა, სადაც  კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

"ოცნების" ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, ქართული დელეგაცია მაქსიმალურად იყენებს მსგავს ფორმატებს საუბრებისთვის.

ამასთან, კობახიძემ  საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა: 

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.

გუშინაც გვქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც,“- აღნიშნა პრემიერმა.