გია ბარამიძის დაკავება რუსეთის დავალებაა - ანა წითლიძე

12.09.26 15:28
გია ბარამიძის დაკავება რუსეთის დავალებაა - ანა წითლიძე

გია ბარამიძის დაკავება რუსეთის დავალებაა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, ახლა მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ რუსული დავალება შეასრულონ.

ენმ-ს წევრბს სასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს - წითლიძე ფიქრობს, რომ სასამართლო იმ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს.

რუსებმა რამდენიმე წლის წინ გია ბარამიძეს მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა რუსეთში და ახლა „რუს-ქოცებმა“ გაიმეორეს ზუსტად იგივე და ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებენ რუსეთის დავალებას. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო აღკვეთთან დაკავშირებით, გვესმის ძალიან კარგად, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს და სასამართლო შეასრულებს იმ დავალებას, რა დავალებასაც გასცემს ბიძინა ივანიშვილი“.- განაცხადა წითლიძემ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ენმ-ს ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.

პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. 

პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო  ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.

ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.

მსგავსი სიახლეები