რას აჭმევენ თბილისის მერიის ბაღებში ბავშვებს?
რას აჭმევენ თბილისის მერიის ბაღებში ბავშვებს? - დოკუმენტებში წერია, რომ ბაღებში შედის ირანული და ბელორუსული კარაქი - ერთს, ქალაქ მინსკის პირველი ქარხანა აწარმოებს, მეორეს - თეირანის პროვინციის ქალაქ ფიშვაშის ქარხანა.
რძის ფხვნილი: დოკუმენტებში წერია, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში შედის ირანული რძის ფხვნილი, რომელიც ირანის ქალაქ ისპაჰანში მზადდება.
ანუ ორივე პროდუქტი ვიდრე, ბავშვებამდე მივა, ათასობით კილომეტრს გადის გრძელ გზას გადის ვიდრე ის ბავშვებამდე მივა.
რაც შეეხება ქათამის ხორცს, გუშინ, "პირველების" რედაქციას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვიდრე ინტოქსიკაციის შესახებ ცნობები გავრცელდებოდა, წინა ღამის რამდენიმე საბავშვო ბაღმა მიწოდებული ქათმის ხორცის მიღებაზე უარი თქვა. მიზეზი კომფინენტის მტკიცებით, პროდუქტის მდგომარეობა გახდა - მისი თქმით, ხორცს გაფუჭების ნიშნები ჰქონდა და საკვებად უვარგისი იყო.
ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევების ფონზე. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, კონკრეტულად რომელი საკვები პროდუქტი გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მოწამვლის შემთხვევებს ქათმის ხორცი.