გივი მიქანაძე 21-ე სკოლაზე: „არაფერი არ გადაწყვეტილა“

24.09.26 21:01
გივი მიქანაძე 21-ე სკოლაზე: „არაფერი არ გადაწყვეტილა“

განათლების მინისტრი ჟურნალისტების საპასუხოდ ამბობს, რომ დაინგრევა თუ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დედაქალაქის ცენტრში მდებარე 21-ე საჯარო სკოლას ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე სამინისტრომ გაავრცელე  გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

„არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩვენ ისევდაისევ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული დასკვნებითა და დამაზუსტებელი პასუხებით: ეს შენობა დაექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას თუ დემონტაჟსა და მის ადგილას ახლის აშენებას [...] ეს არის შემდგომი განხილვების საკითხი“, - თქვა მიქანაძემ "რადიო თავისუფლების" თანახმად.

უცნობია, კონკრეტულად რამდენი ხანი გაგრძელდება ის სამუშაოები, რომელიც აუცილებელია იმავე შენობაში სასწავლო პროცესის განსაახლებლად. 

ამავე თემაზე: 

სამინისტროში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, მასწავლებლებმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად შენობა დაათვალიერეს: 

შევთანხმდით ასეთ რამეზე, რომ დაზუსტებული ექპსერტიზის მიერ მოცემულ დასკვნის მიხედვით, თუ შესაძლებელია სწავლის პროცესის ხელშეუშლელად განხორციელდეს რაღაც სარემონტო სამუშაოები, მაშინ სწავლის პროცესი აღდგება ეს დავათვალიერეთ დავრწმუნდით, ინსფრაქტუქტურის მინისტრი მოახსენებს ამის შესახებ განათლების მინისტრს"- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. 

მინისტრი მიქანაძე კომენტარის კიდევ ერთი ნაწილში კი ამბობს, რომ სამუშაოები ჩატარდება ექსპერტების ზედამხვედველობის ქვეშ. 

იქ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი და ბატონმა რეზიმ ისიც თქვა, რომ ეს სამუშაოები ჩატარდება ექსპერტების ზედამხვედველობის ქვეშ იმისთვის, რომ ყველა ის შენიშვნა ყველა ის მითითება, რომელიც ძირითად დასკვნაში და შემდგომში დამაზუსტებელ პასუხებში არის აღწერილი მაქსიმლაურად იყოს უზრუნველყოფილი და განხორციელებული. აი ეს ჯგუფი, რომელიც ახლა წავიდა 21-ე სკოლაში შესაბამისი დაზიანებების სანახავად, გაეცნობა ადგილზე ამ ყველაფერს  და ბატონმა რეზიმ თქვა, რომ სავარაუდოდ დღესვე შესაძლებელი იქნება განისაზღროს თუ რა ვადა შეიძლება დასჭირდეს  იმ პროცესებს, რაც უმოკლეს დროპში მოგვცეს იმ ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობას, რაც დაკავშირებული არის, ექსპერტიზის დასკვნაში და დამაზსუტებელი კითხვის პასუხებში მიღებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად . ეს იქნება პოზიცია იმასთან დაკავსირებით, რომ  არსებული ხარვეზების და დაზიანებების გამოსწორება შესაძლებელია იქნება უსაფრთხოდ,  როგორც მოსწვლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, ასევე ნებისმიერი პირისთვის ისე, რომ პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს სასწავლო პროცესთან  ერთად, მაშინ ასეთი ინფორმაციის წარმოდგენის საფუზველზე ჩვენ უკვე ვიმსჯელებთ რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ უახლოეს დღეებში სასწავლო პროცესინ აღდგეს 21-ე სკოლაში. - გივი მიქანაძე

 

მსგავსი სიახლეები