რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმა
იუსტიციის მინისტრი დეტალურად არ საუბრობს, რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას.
- "პირველები" დაინტერესდა: [2025 წლის 21 დეკემბერს] რატომ ჩათვალა ციხის ადმინისტრაციამ საჭოროდ მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში გადაეყვანათ და იქ გაეჩხრიკათ? იყო თუ არა მაგალითად დაპირისპირება პატიმრებს შორის, ანდა, სხვა საკანში შესახლებამდე შეიყვანეს თუ არა დავითაძე აღნიშნულ ოთახში.
„მე შეიძლება დეტალები არ მახსოვდეს, რა იყო კონრეტული პატიმრის დეესკალციის ოთახში ჩაყვანის მიზეზი. მიმართეთ პენიტენიცურ სამსახურს და გიპასუხებენ, არაფერი დასამალი აქ არ არის“, - თქვა მან.
არაერთი დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ, სალიამ თქვა:
დეესკალაციის ოთახში გადაყვანა მოხდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც წინ უძღვოდა ამ ყველაფერს. მას ჰქონდა გარკვეული ვითარება იყო შექმნილი, რა დროსაც პენიტენციურმა სამსახურმა, გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა დეესკალაციის ოთახში დამშვიდება. კანონი ითვალისწინებს დეესკლაციის ოთახში მოთავსებამდე პატიმრის შემოწმებას, დათვალიერებას.
თქვენ ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ამ პროცედურის განხორციელებას და შესაბამისად სახელომწიფომ გამოიყენა იძულება.
რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას ოთახში, ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობა განხცორციელდა ან უკანონო ქმედება.
მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება დაადგენეს იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა ამ შემთხვევაში, იყო თუ არა საჭირო ამდენი ადამიანი, იყო თუ არა ნაკლები ადამიანი საჭირო.
იყო თუ არა ამდენი ადამაინის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო.
ის [დავითაძე] უწევდა წინააღმდეგობას პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომ ელექტრო დეტექტორით დაეთალიერებინათ, შესაბამისად მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება და მოხდა მისი დათვალიერება"- თქვა მან.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი კომენტარის პირველ ნაწილში, ამტკიცებდა, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანის გასაჯაროებული კადრები „ძალადობის და დანაშაულის კვალს არ ადასტურებს“.
ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რამე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.
ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული…
როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები“- აცხადებს სალია.
36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა:
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, -ამბობს პატიმარი, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა.
მსგავსი სიახლეები
ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა დასრულდა - რა ჩვენებები მისცეს კაკაბაძემ და ნიკოლაიშვილმა
კაკაბაძის შეფასებით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს, ეს გიორგი გახარიას შეცდომა იყო თუ „გარედან ნაკარნახევი“ გადაწყვეტილება.