სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს

05.10.26 16:06
სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს

პაატა სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც პატიმარი გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას ასახავს.  [უწყების მიერ 2 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ხმა არ აქვს].

პაატა სალიამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოძიების დასრულებას დალოდებოდნენ.

"არ გიპასუხებთ მაგ შეკითხვაზე", - თქვა მინისტრმა შეკითხვაზე აქვს თუ არა გიორგი დავითაძის ვიდეოს, რომელიც ციხის დეესკალაციის ოთახშია გადაღებული, ხმა.

"ჩვენ რაც საჭირო იყო, რაც საჭიროდ მივიჩნიეთ, გაგვესაჯაროებინა ჩვენი მოსაზრებით და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, გავასაჯაროვეთ. დანარჩენზე დაველოდოთ გამოძიებას"- დასძინა მან. 

სალიას დავითაძის სხვა საპატიმროში გადაყვანაზეც ჰკითხეს, რაზეც მან თქვა: „ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები. შესაბამისად, თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, განვიხილავთ და გადავიყვანთ. თუ არ დააკმაყოფილებს, არ გადავიყვანთ“.

მსგავსი სიახლეები