"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ბაია პატარაიას პროტესტი ეუთოში Human Dimension ღონისძიებაზე

05.10.26 16:24
"თავისუფლება პოლიტპატიმრებს" - ბაია პატარაიას პროტესტი ეუთოში Human Dimension ღონისძიებაზე

ბაია პატარაიამ ეუთოს Human Dimension ღონისძიებაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლისას წინასწარ შეთანხმებული, მშვიდობიანი და უხმო პროტესტი გამართა და ბანერი წარმოადგინა, რომელზეც ეწერა — “თავისუფლება საქართველოში ყველა პოლიტპატიმარს.

 "ეუთოში იმართება ყოველწლიური Human Dimension ღონისძიება. საქართველოს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით, რასაც თან ახლდა ჩემი მხრიდან მშვიდობიანი, უხმო პროტესტი — დაშვებული ეუთოში წინასწარი შეტყობინების საფუძველზე. 

ყველგან, სადაც ვიქნები მთავრობასთან ერთად, შევახსენებ, რომ ციხე სავსეა პოლიტიკური პატიმრებით და ამას არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი. 

გერმანიამ, სლოვენიამ და სხვა არაერთმა სახელმწიფომ საქართველოს პირდაპირ მოუწოდა შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და შეწყვიტოს მედიის, პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. ამ ფონზე სასაცილოა, რომ საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობაზე "ჩალიჩობს" (სხვა სიტყვა ამ პროცესს არ უხდება). ასეთია ივანიშვილის ქოცნება, ყველასგან უნდა ბენეფიტები, ფული, პატივი, ძალაუფლება და არც ერთ მოვალეობას არ ასრულებს თვითონ, პირიქით, აუარესებს ყველაფერს", — წერს ბაია პატარაია და ფოტოებს აქვეყნებს. 

მსგავსი სიახლეები