ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
ზურაბ აბაშიძე 2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ - "ოცნება“ კონკრეტულ საქმეებზე კითხვებს თავს არიდებს, ოპოზიცია მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე კვლავ დაპირისპირების ფონზე წარიმართა