კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქციების სიიდან ამოღება, მათთვის “საინტერესო“ არ არის

09.10.26 13:14
კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის სანქციების სიიდან ამოღება, მათთვის “საინტერესო“ არ არის

სანქციები არაფერს ნიშნავს, არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას, როგორ ხსნიან მმართველ გუნდში იმას, რომ “ოცნების“ დამფუძნებელი კვლავ აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება. 

“ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერი, ვერ ამბობს, რატომ არ ამოიღო ამერიკამ ივანიშვილის გვარი სანქცირებულთა სიიდან. თუმცა, ამბობს, რომ მათთვის ახლა მხოლოდ “სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა“ მნიშვნელოვანი და არა სხვა რამ. 

მე ვერაფერს გეტყვით, თავად ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბატონი ბიზინასთვის, ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება აშშ-ს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ შეხვედრებზე სანქიცების საკითხს საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად არც ჩვენთვის. იმ პირობებსი, როცა ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი, ამერიკის ელჩთან თუ სხვა არმომადგენელთან, ეს სრულიად სხვა რამეა, რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს - არ არის არც ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის საინტერესო, ერთადერთი რაც გვაინტერესებს ყველას, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პასუხებს - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, თუ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი.

ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინას ადმინისტრაციის პირობებში, მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. ასევე, დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არის არსებიტად გაჯანსაღებული ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, - ამბობს ის. 

მისი მტკიცებით, როცა ამერიკაში ჩავიდა, ტრამპს და რუბიოს პარტნიორობაზე ელაპარაკა, მაგრამ ივანიშვილის სანქციები საერთოდ არ უხსენებია. 

სტრატეგიულ პარტნიორობაზე როგორც ბატონ ტრამპთან, ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე ბატონ რუბიოსთან, მტავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ ეს იყო. ზოგადი პასუხი მინდა გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, რადგან არიყო ღია კომუნიკაცია, საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, - თქვა მან. 

  • ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია იმ ადამიანების შესახებ, ვისაც შეზღუდვები მოეხსნა.
  • ყველაფერი სამჯერ შეამოწმეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამის მიზანშეწონილობ ივანიშვილის შემთხვევაში ვერ დაინახეს. 
  • OFAC-მა სანქციების სიების გადახედვის ფარგლებში სამი ეტაპი ჩაატარა - 28 მაისს სიიდან 76, 27 ივლისს 84, ხოლო 5 ოქტომბერს 125 პირი და სუბიექტი ამოიღო. ბოლო ეტაპზე დამატებით 22 ჩანაწერის მონაცემები განახლდა. ივანიშვილი სანქციების სიიდან არცერთ ეტაპზე არ ამოუღიათ და მისი სტატუსი უცვლელია. OFAC-ის მოქმედ სიაში ის კვლავ სანქცირებულ პირად არის მითითებული.