კობახიძისგან განსხვავებით, "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ კორუფცია ღარიბაშვილამდეც იყო და ახლაც არის

09.10.26 15:32
კობახიძისგან განსხვავებით, "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ კორუფცია ღარიბაშვილამდეც იყო და ახლაც არის

 

 

ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, "ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ კორუფცია სისტემა ირაკლი ღარიბაშვილამდეც იყო და ახლაც არის. 

  • კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ კორუფციამ ზედა ეშელონებში მხოლოდ კონკრეტულ 2-წლიან პერიოდში იჩინა თავი - მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდზე საუბრობს. 
  • პრემიერი ირწმუნება, რომ ასეთი ტიპის პრობლემები ღარიბაშვილამდე არ ყოფილა - "ხოლო დღეს კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში".

"პირველების" ჟურნალისტმა დღეს შოთა ხაბარელს ჰკითხა, რატომ არ ასრულებდა პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას, მათ შორის იმ პერიოდში, როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტში იყო, ღარიბაშვილი კი პრემიერის თანამდებობას იკავებდა. 

"ეს არ არის პარლამენტის პრეროგატივა" - ამბობს ხაბარელი. 

პრობლემა ყოველთვის იყო (კორუფცია) ორი წლის წინაც, დღესაც, კორუფცია არის ყოველთვის ცუდი. პარლამენტი რა შუაშია? (კითხვა - საზედამხედველო ფუნქცია რომ გაქვთ არ იცით?) კი ძალიან კარგად ვიცით. მარტო ირაკლი ღარიბაშვილი არ არის, იქ ბევრი არის, დაბლა ჩადით და ნახავთ რამდენი ადამიანი. კორუფცია ყოველთვსი ძალიან ცუდია. ყოველთვის იყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ეს არ არის პარლამენტის პრეროგატივა. ძალიან კარგად ვიცი ახლა, რა ფუნქცია აქვს პარლამენტს". - აცხადებს შოთა ხაბარელი.